იაპონიაში განახლებული ჯეი-ლიგის მეოთხე ტურში "სანფრეჩე ჰიროშიმამ" სტუმრად "შიმუცუ ეს-პულსი" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი დავით მუჯირის ანგარიშზეა.
ვეტერანმა ქართველმა ნახევარცველმა თავი მატჩის 70-ე წუთე გამოიჩინა, როცა მარცხენა ფლანგიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ეს ჯეი-ლიგის პირველი ქართული გოლია.
"ჰიროშიმა" 8 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ვეგალტა სენდაის" ორიოდე ქულით ჩამორჩება.