ვაჟა თარხნიშვილმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მოლდოვური პრესის ცნობით, ტირასპოლის "შერიფის" ქართველმა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა კარიერა დაასრულა. მან ეს გადაწყვეტილება 39 წლის ასაკში მიიღო.
გორელმა მცველმა თამაში "დილაში" დაიწყო, საიდანაც თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, კარიერის საუკეთესო წლები კი "შერიფში" გაატარა.

დნესტრისპირელებთან ერთად იგი 10-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ თასი, 4-ჯერ კი სუპერთასი მოიგო. "შერიფის" შემადგენლობაში თარხნიშვილმა "თანამეგობრობის თასზეც" გაიმარჯვა და ბოლო ორ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.

"შერიფში" ჩატარებული მატჩებით ვაჟა რეკორდსმენია - 491 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ორი მატჩი ჩაატარა.

"შერიფის"
ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ თარხნიშვილს კლუბში ერთ-ერთ მმართველ პოსტს შესთავაზებს და ალბათ, ასეც იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილია ვაჟა ისევ თამაშობს შერიფში.ბიძაჩემია და მე უკეთ ვიცი დამიჯერეთ :D:D:D
dito
14:32 14-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული