ჟორდანია ვან გაალს ეპატიჟება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ინგლისელმა სტივ მაკლარენმა არნემის "ვიტესში" მუშაობაზე უარი თქვა, ჰოლანდიური კლუბის ქართველმა მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ წინადადებით კიდევ უფრო ავტორიტეტულ სპეციალისტს მიმართა - ლაპარაკია ლუის ვან გაალზე, რომელიც მიუნხენის "ბაიერნიდან" დათხოვნის შემდეგ უმუშევარია.

ჟორდანია იმედოვნებს, რომ კლუბის მოკრძალებული სახელის მიუხედავად, ვან გაალისთვის ეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდება. იგი ჰოლანდიელ სპეციალისტს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას კი არა, გაცილებით ფართო უფლებებს სთავაზობს და მზადაა, პრეზიდენტის პოსტიც ჩააბაროს.

ვან გაალს ამ წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეკლამის ბანერები მაინც გააკეტეტ საყურებლად
zaza
13:33 12-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული