ქართველები ვეღარ გამოირჩნენ

AutoSharing Option
ბოლოდროინდელი მატჩებისგან განსხვავებით, რუსული პრემიერლიგის გუშინდელი ტური ქართველებისთვის არცთუ წარმატებული გამოდგა. რამდენიმე ჩვენებურს გუშინ, 22 ივნისს საერთოდ არ უთამაშია, დანარჩენებმა კი თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინეს.

ყაზანში "რუბინმა" "ვოლგას" 2:0 სძლია. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა ახალგაზრდა საბა კვირკველია, ნიჟნინოვგოროდელთა შემადგენლობაში კი მხოლოდ გია გრიგალავამ, მათე ვაწაძემ და ოთარ მარცვლაძემ ითამაშეს - პირველმა ორმა სრულად, მესამე კი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებული იყო, ლაშა სალუქვაძეს ყოფილ კლუბთან თამაშის უფლება არ ჰქონდა, გოჩა ხოჯავა კი ტრავმირებულია.

ჯანო ანანიძე ამჯერადაც მოსკოვის "სპარტაკის"
სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, მაგრამ მან და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვურ დერბიში "დინამოსთან" ვერაფერი გააწყვეს - 0:2. "ანჟიმ" სტუმრად "კრილია სოვეტოვი" 3:0 დაამარცხა, დაღესტნელთა კარი ნუკრი რევიშვილმა დაიცვა.

ქართველები ერთმანეთს კრასნოდარში დაუპირისპირდნენ. ლევან გვაზავას "ტერეკმა" ალექსანდრე ამისულაშვილის "კრასნოდარს" 2:0 მოუგო. გვაზავა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ნალჩიკის "სპარტაკი" პერმში "ამკართან" 0:1 დამარცხდა, დავით სირაძე სტუმართა 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირაძე დისკვალიფიცირებული იყო,ანჟიმ კიდე 0:3 მოიგო,მიაქციეთ ყურადღება და ელემენტარულში ნუ ცდებით!!!
vajiko
13:00 23-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული