კახა კალაძეს სერია B-ში დაქვეითება დაემუქრა

AutoSharing Option
სერია A-ში კახა კალაძის "ჯენოა" "რომას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ამით გენუელებმა სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს და ნელ-ნელა ელიტიდან გავარდნის საფრთხის წინაშეც დგებიან.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და გაფრთხილება მიიღო.

დიდი იმედი გვქონდა, რომ ჯანო ანანიძეს მოსკოვურ დერბიში მონაწილეობის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.

მისი "სპარტაკი" ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა და რუსეთის ჩემპიონობის მცირე შანსსაც გამოეთხოვა, ცსკა კი ლიდერ "ზენიტს" 6 ქულით ჩამორჩება.

უკრაინულ პრემიერლიგაში ლვოვის "კარპატიმ" სტუმრად 1:3 წააგო ხარკოვის "მეტალისტთან" და
კვლავ გასავარდნი ზონის სიახლოვესაა. მურთაზ დაუშვილმა სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" შინ 0:1 დამარცხდა "რეიმსთან" და კვლავ აუტსაიდერთა შორისაა. "ლე მანის" კარი ამჯერადაც გიორგი მაკარიძემ დაიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული