ლევან კობიაშვილი - ექვსი ნაბიჯი გერმანულ რეკორდამდე

AutoSharing Option
უახლოესი კვირების განმავლობაში ლეგიონის უქმეების ერთ-ერთი უმთავრესი თემა ლევან კობიაშვილის სარეკორდო შანსი იქნება და რაკი ამ შაბათ-კვირას ღირსშესანიშნავი ბევრი არაფერი მომხდარა, თქვენს ყურადღებას სწორედ ამ უაღრესად საინტერესო ფაქტზე შევაჩერებთ.

შეგახსენებთ, ვეტერან ქართველს რეალური შესაძლებლობა აქვს, სულ მალე გერმანიის რეკორდსმენი გახდეს პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

დღეისთვის კობიაშვილის ანგარიშზე 331 შეხვედრაა, რითაც მან ბოსნიელ სერგეი ბარბარესს გადაუსწრო. ერთპიროვნულ ლიდერს, ბრაზილიელ ზე რობერტოს კი ბუნდესლიგაში 336 მატჩი ჩაუტარებია. შესაბამისად, ლევანს მისი რეკორდის დამხობა ამ სეზონშივე შეუძლია.

კობიაშვილმა ბუნდესლიგის წინა ტურში
მიუნხენის "ბაიერნთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, შაბათს კი "ჰერტას" კაპიტნის რანგში დაუბრუნდა. ბერლინელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და, იმის მიუხედავად, რომ ჯერაც გასავარდნ ზონაში არიან, ელიტაში დარჩენის არცთუ ურიგო შანსს ინარჩუნებენ.

სხვა მხრივ კი, ქართველი ლეგიონერებისთვის გასული უქმეები დიდად გამორჩეული ვერ გამოდგა. სასიამოვნოა სანდრო კობახიძის (იხილეთ ვიდეო), გიორგი ბერიაშვილისა და ნუგზარ კვირტიას გოლები, უსიამოვნო კი - დავით სირაძისა და უჩა ლობჟანიძის გაძევებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული