სწორედ ამ დროს ახსენა მან "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე:
"ჩემი აზრით, სპარტაკელ ახალგაზრდებს საკლუბო პატრიოტიზმი აკლიათ... ძირითად შემადგენლობაში ხვდებიან და თვლიან, რომ მორჩა, ეს მწვერვალია, აქვთ კონტრაქტი, რა საჭიროა ბევრი წვალება, შეკრებაზე ტანჯვა, რეჟიმის დაცვა, ბურთისთვის ბრძოლა - ტრავმის მიღების რისკი ხომ არსებობს...
ამიტომაც არ ვიცი, როდის გაიზრდებიან მომავალი ჩერენკოვები, გავრილოვები, სტრელცოვები, იაშინები, დასაევები.
არა იმიტომ,
ანანიძეს შანსი ბევრჯერ მისცეს, მაგრამ შანსს გამოყენება სჭირდება!"
რა თქმა უნდა, ქობულეთელი ანანიძე "წითელ-თეთრი" ფორმის სიყვარულით ვერ და არც გაიზრდებოდა, მაგრამ რომანცევის გულისტკივილი გასაგებია - ანანიძისგან ქართველი გულშემატკივარიც მეტს ელის. დროა, ამ ნიჭიერმა მოთამაშემ თავისი სიტყვა თქვას კლუბში.
თუმცა, ღმერთმა უწყის, რა უშლის ხელს, რა პრობლემები ექმნება, ან რა სატკივარი აქვს, "სპარტაკიდან" უცხოეთში წასვლა რომ სურდა?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"