კახა კალაძე: ევრო 2020-ის მასპინძლობის საკითხი არასერიოზულია!

AutoSharing Option
ზუსტად ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად იტალიური "ჯენოას" წევრი, კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში მისგან არაერთი მწვავე განცხადებაც მოვისმინეთ.

სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა "ევრო-2020"-ის მასპინძლობის შანსსა და გიორგი დემეტრაძის საკითხზე ისაუბრა.

- ევრო 2020-ის მასპინძლობა - მითი თუ რეალობა?
- არ შეიძლება, ამ საკითხს გულშემატკივარი ან პროფესიონალი ფეხბურთელი სერიოზულად აღიქვამდეს. ეს არის მმართველი რეჟიმის შიდა მოხმარების პიარი, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს.

რა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს უმაღლესი ლიგის
კლუბები საშინელ მოედნებზე თამაშობენ; ეროვნულ ნაკრებს კი ბაზა მხოლოდ ახლახან გაუჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

- იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებისთანავე შემოგიტიათ და ვისაც, თურმე, კახა კალაძისგან მხოლოდ ნაკრებში გატანილი ორი ავტოგოლი ახსოვს?
- საბედნიეროდ, ასეთ ადამიანთა რიცხვი ძალიან მცირეა. ესენი, ძირითადად, ჯიბის ჟურნალისტები და ცირკის ადმინისტრატორის დონის მოხელეები არიან. მე ჩემი ცხოვრებით ყოველთვის ქართველ ხალხს ვემსახურები და არა - ხელისუფლებას.

ზოგჯერ ადამიანს უნებლიეთ მოსდის შეცდომა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე კონკრეტულ თამაშში დავუშვი ორი შეცდომა და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ არავის სმენია იმ ხალხისგან ბოდიში, ვინც მთელი ცხოვრება საბედისწერო ავტოგოლებით მოდის და მიზანმიმართულად განაგრძობს საკუთარი კარის დალაშქვრას.

- სააღდგომოდ პატიმრების შეწყალება იგეგმება, მაგრამ, ალბათ, გიორგი დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ...
- აი, სწორედ ასეთი აზროვნების გამო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება! სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა იმაზე დამოკიდებული - კალაძეს რა სურს და სააკაშვილს - რა.

დღეს დემე ამ სისტემაზე მაღლა დგას. მან იცის, რომ ციხეში ზის არა დანაშაულისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, ვიღაცას კი გული ატკინონ.

როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემა ჯიბრზე ან პრინციპზე იდგეს, როდესაც საქმე ადამიანს ეხება? სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს. დემე რომ დამნაშავე ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ როცა ხედავ, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, ამ ქვეყანაში თუ არა, მის ფარგლებს გარეთ მაინც რომ მიაღწიო სამართალს.

სამწუხაროდ, დღეს დემეს მსგავსად, შეკერილი საქმეებით უამრავი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება საპატიმროებში. მინდა, ვანუგეშო მათი ახლობლები - აუცილებლად მივაღწევთ, რომ თითოეული ასეთი საქმე ხელახლა გადაიხედოს!

(იხილეთ სრულად)

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემო დემე, სამწუხაროდ 100%-ით სიმართლე არავინ იცის, გარდა იმ ხალხისა ვინც მაგ მოვლენების მონაწილე იყო. ამიტომ ვცდილობ, რომ ლოგიკას მივყვე და არა მხოლოდ ცარიელ ვარაუდებს. ლოგიკით კი მე მთავრობის გადასახედიდან ვერ ვხედავ დემეს დაკავების მიზეზს და სარგებელს (თუ უდანაშაულოა რათქმა უნდა).
Tornike
16:49 12-04-2012
0
კალაძე ჭკვიანი და წესიერი კაცია და ჩვენთვის ბევრი სიხარულიც მოუნიჭებია. ისევე, როგორც დემეტრაძეს, რომელიც ტყუილად ზის და სტრასბურის სასამართლოს დადგენილებაც რომ იქნება თავის დროზე და ბევრი რამეც რო გაირკვევა ყველასთვის (ზოგისთვის უკვე ყველაფერი ნათელია), მერე ამ ორკაპიკიან პროპაგანდას აყოლილ ხალხს შეგრცხვებათ, უსამართლოდ რომ ლანძღავთ ადამიანებს და ამართლებთ ძალადობას.
deme
13:54 12-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული