შეგახსენებთ, საუბარია ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაზე. ზე რობერტოს აქტივში 336 მატჩია, კობის კი 335 თამაში მოუგროვდა. ბუნდესლიგის დასრულებამდე სამიოდე ტურიღა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობიაშვილი მხოლოდ ბოლო ტურში შეძლებს თამაშს და ზე რობერტოს მაჩვენებელს გაიმეორებს.
ასე რომ, რეკორდის დამხობა მომავალი სეზონისთვის გადაიდო; ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
კობიაშვილი "კაიზერსლაუტერნთან" საშინაო შეხვედრას გამოტოვებს და ვერც გელზენკირხენში თავისი ყოფილი კლუბის, "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშებს. ბოლო ტურში "ჰერტა" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და ლევანს მხოლოდ ამ მატჩში მონაწილეობა შეეძლება.
იმედია, კობიაშვილი მომავალ სეზონსაც პირველ ბუნდესლიგაში გაატარებს. ამ შემთხვევაში იგი რეკორდსაც უეჭველად მოხსნის და მდევრებს წამოწევის საშუალებასაც არ მისცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"