"კრასნოდარი" შინ "კრილია სოვეტოვთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სამივე ჩვენებურმა ითამაშა - ნუკრი რევიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი მოედანზე შეუცვლელად იყვნენ, ოთარ მარცვალაძე კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
უკვე გავარდნილმა ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "ტომთან" 1:1 ითამაშა. მე-14 წუთზე ანგარიში გუჯა რუხაიამ გახსნა, რომელმაც სრულად ითამაშა. "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო დავით სირაძეც, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"