ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის გადამწყვეტი მატჩები

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში გვეცოდინება, სად გაატარებენ მომავალ სეზონს გერმანიაში მოასპარეზე ქართველები.

შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილის "ჰერტა" და ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" პლეი ოფში ითამაშებენ - კობიაშვილი პირველ ბუნდესლიგაში, ხოლო იაშვილი მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად.

"ჰერტა" დიუსელდორფის "ფორტუნას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 10 მაისს ბერლინში გაიმართება, დიუსელდორფში კი გუნდები ერთმანეთს 15 მაისს შეხვდებიან. ეს მატჩები ბუნდესლიგის სათვალავში არ შედის. შესაბამისად, კობიაშვილს, რომელმაც ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდი გაიმეორა, ამ მიღწევის გაუმჯობესების შანსი მხოლოდ მომავალ სეზონში ექნება.

"კარლსრუეს" მეტოქე მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი "რეგენსბურგი" იქნება. პირველ შეხვედრას იაშვილის გუნდი
11 მაისს სტუმრად გამართავს, საპასუხო თამაში კი კარლსრუეში 14 მაისს ჩატარდება.

"ქართველთა გადამწყვეტი მატჩები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული