რევაზ ჩელებაძე: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" ისეთ დღეშია, ლამისაა ატირდეს!

AutoSharing Option
ვინ გაწვრთნის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გუნდს - მოსკოვის "სპარტაკს" და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ამ კლუბში ჩვენებურის ბედი, გადაჭრით ძნელი სათქმელია.

გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ვალერი კარპინი ჯერჯერობით კვლავაც რჩება "წითელ-თეთრების" დამრიგებლად და, როგორც ჩანს, მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯანოს საქმე უკეთესობისკენ არ წაუვა.

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის მიწურულს ანანიძემ ტრავმა კვლავ მიიღო, თუმცა ბოლო ცნობებით, საგანგაშო არაფერია და ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს.

ამასობაში კი ქართველი ნახევარმცველის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ საიტ Life Sports-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოსკოვურ კლუბში თავისი
კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

- რატომაა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანზე ასე იშვიათად ჩნდება?
- რამდენჯერაც ვცადე კარპინთან დალაპარაკება, მიღებაზე იმდენჯერ უარი მივიღე. როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიიჩნევს ჩემი აზრის მოსმენასა და ჩემი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას. გეტყვით, კარპინი ძალიან ამაყია!

ბოლო დროს ბიჭი მოედანზე მხოლოდ ერთხელ, "რუბინთან" მატჩში შეუშვა და ჯანოს ურიგოდ ნაღდად არ უთამაშია. მიეცა თამაშის საშუალება კიდევ! თვითონ არ ამბობდა, რომ ჯანომ კარგად ითამაშაო? მაგრამ, არა!

არადა, ჯანოს თამაში სწორედ რომ ახლა სჭირდება. დღეს თუ ვერ ითამაშებს, დაიკარგება.

ყველაფერი მარტივია: თუ არ გჭირდება, გაყიდე! ბოლო-ბოლო, იჯარით მაინც გაუშვი. არადა, კარპინს ეს ფეხბურთელი ძალიან უყვარს და ეს კარგად ვიცით.

- ჯანოს სხვა კლუბებიდან მიწვევა ჰქონდა?
- დიახ, მას შეეძლო, ახლა არა "სპარტაკში", არამედ ლონდონის "არსენალში" ეთამაშა.

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ინგლისური კლუბიდან. "არსენალს" ძალიან უნდოდა მისი გადაბირება, მაგრამ "წითელ-თეთრებმა" არ გაუშვა. გასაოცარია, არ უშვებ, ნუ უშვებ, ათამაშე მაინც! მაგრამ, არა! სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვალერი კარპინს, ვერ გამიგია!

აფსუს, მაშინ ჯანო ლონდონში რომ წასულიყო, დღეს რა ფეხბურთელი იქნებოდა! აქ კი ბიჭს სტანჯავენ. ჯანოს ძალიან უნდა თამაში და რაც ხდება, იმით ძალიან დაღონებულია, ლამისაა ატირდეს, ის ხომ ჯერაც ბავშვია.

"სპარტაკში" ჩარიცხვამდე ჯანო კიევის "დინამოში" თამაშობდა. გარკვეული დროის შემდეგ "სპარტაკიდან" სმოლენცევი დამიკავშირდა და ბიჭის სინჯებზე მიყვანა მთხოვა, რის შემდეგაც მოვილაპარაკეთ ჯანოს "სპარტაკში" გადასვლაზე. არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, ანანიძე "დინამოში" რომ დარჩენილიყო.

- რატომ აუკრძალა ჯანოს კლუბმა პრესასთან ურთიერთობა?
- ესეც არ მესმის. მაშინაც კი, როდესაც ანანიძე სამშობლოში ჩადის, მასთან საუბარი ყველას უნდა, ყველას აინტერესებს მისი ამბავი, მაგრამ ხმას ვერ იღებს, რადგან "სპარტაკში" ამის გამო დააჯარიმებენ. რატომ - არ ვიცი. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი და ილაპარაკოს, რაც უნდა. "სპარტაკში" კი ბიჭებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

- ვალერი კარპინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე "სპარტაკში" რას იტყვით?
- მიმაჩნია, რომ გუნდში ან მხოლოდ გენერალური დირექტორი უნდა იყო, ან მთავარი მწვრთნელი. ერთდროულად ორ თანამდებობაზე მუშაობა წარმოუდგენელია. მწვრთნელს დამატებითი საზრუნავი არ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდეს.

ან ფინანსებს უნდა მიხედო, ან - ფეხბურთს. კარპინი კი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ ერთბაშად ყველაფერზე ფიქრი შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანოს მგლის მუხლი აქვს... ვერ დააჩოქებენ..

ჟაააანო იზ ტეხ იიგრაკოვ... კტოოო მოოოჟეტ კლააასნა Fინტიწ!..
mentalitet
04:41 11-05-2012
0
მომავალი სეზონიდან ემერი გაწვრთნის სპარტაკს და ის ათამაშებს თუ ზეწოლა არ მოახდინა გუნდის უფროსობამ
ilia
01:43 11-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული