აიაქსი შოთას 300 ათასს ედავება

AutoSharing Option
დსთ-ის საფეხბურთო საიტ www.cissoccer.com -ზე სენსაციური ინფორმაცია გამოქვეყნდა – ამსტერდამის "აიაქსმა" შოთა არველაძის საბანკო ანგარიშები დაბლოკაო. შეხსენებისთვის, 1997-2001 წლებში ქართველი ფორვარდი ამ ჰოლანდიური კლუბის ღირსებას იცავდა და 96 მატჩში 55 გოლიც გაიტანა.

ხსენებული ინტერნეტსაიტის კორესპონდენტი "ქაისერისფორის" ქართველ დამრიგებელს თურქეთში დაუკავშირდა და ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა.

"დიახ, ეს სიმართლეა. "აიაქსის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კლუბის 300 ათასი ევროს ოდენობის ვალი მაქვს. უნდა გავარკვიო, რა ხდება", - ასეთი იყო შოთას პასუხი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული