იტალიაში სკანდალი ისევ ძალას იკრებს - კახა კალაძეს კვლავ ახსენებენ

AutoSharing Option
მორჩა ევრო 2012 და ერთგვარი მორატორიუმი იტალიაში აგორებულ საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით დასრულდა.

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი დომენიკო კრიშიტო 16 ივლისს დაბარებულია იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც მას გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ უპირველესად პროკურატურამ ეჭვი 14 მაისის შეხვედრაზე მიიტანა, "ლაციოსა" და "ჯენოას" შორის, რომელიც რომაულმა კლუბმა 4:2 მოიგო.

გენუურმა პრესამ კიდევ ერთხელ ახსენა "ჯენოას" ექსფეხბურთელი კახა კალაძე. იტალიელთა მტკიცებით, ქართველის ადვოკატები კრემონაში იმყოფებიან, რათა საბოლოოდ წერტილი დაესვას კალაძის კავშირს ამ სკანდალთან.

იტალიაში სკანდალი ისევ ძალას იკრებს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: საქართველოს შსს-მ იტალიაში წარმომადგენელი ტყუილად გაგზავნა
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე
ოთარ ჩრდილელი: ნარკოტრეფიკთან კახა კალაძის დაკავშირება შავი პიარია
იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული