გოგიტა გოგუა ხიმკურ შეურაცხყოფებს შეეჩვია

AutoSharing Option
შაბათს რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნალჩიკის "სპარტაკი" მოსკოვის "დინამოს" ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ეს მატჩი მოსკოვის ოლქის ქალაქ "ხიმკის" სტადიონზე გაიმართა, სადაც დინამოელები თავის საშინაო მატჩებს ატარებენ.

მატჩის შემდეგ ნალჩიკური გუნდის ქართველი ლიდერი გოგიტა გოგუა ადგილობრივ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"თამაშამდე რომ ეთქვათ, 3:0-ს მოიგებთო, არ დავიჯერებდი. თუმცა გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. შესაძლოა, 3:0 მეტისმეტად დიდი ანგარიშია, მაგრამ 3 ქულა კანონზომიერად მივიღეთ, - თქვა გოგიტამ, - მაგრამ მაინც გულნატკენი ვარ. "ხიმკიში" ერთი სეზონი მაქვს გატარებული და ეტყობა, ადგილობრივი ფანები
გუნდიდან წასვლას დღემდე არ მპატიობენ, რადგან "არენა ხიმკიზე" ყოველთვის შეურაცხყოფის ატანა მიხდება. უკვე შევეჩვიე კიდეც, თუმცა მაინც არაა სასიამოვნო ლანძღვისა და გინების მოსმენა. ფანობის მხრიდან აგრესია აშკარად იგრძნობოდა. სტადიონზე ჩემი ნათესავებიც იყვნენ, ამდენად, ორმაგან გულნატკენი დავრჩი, რადგან მათაც მოუწიათ ამ შეურაცხყოფის ატანა. ამბობენ, გოგუა სიმულირებდაო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იყო ხისტი თამაში და ფეხებშიც დაუნდობლად მირტყეს. წიხლების თავისი დოზა ყველამ მიიღო – მეც მომხვდა და მათაც მიიღეს ჩემგან. წითელი ბარათის მიღების არ მეშინოდა – ვიცი, რასაც ნიშნავს თავშეკავება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული