კლიმიაშვილი თბილისის "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია, სადაც არაერთი კარგი სეზონი აქვს გატარებული. ირაკლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ იყო მიწვეული და მისი აყვანა რამდენიმე წამყვან ქართულ კლუბს სურდა, თუმცა თქმა რად უნდა, რომ რუსული პრემიერლიგის გუნდი აქაურ შემოთავაზებებს გადაწონიდა.
სად ითამაშებს კლიმიაშვილი? მასთან საუბარი ამ კითხვით დავიწყეთ.
- რაღაც ვარიანტები უკვე არის, რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბიდან არის დაინტერესება და ვნახოთ.
- "ფახთაკორიდან" წამოსვლის მიზეზი რა არის?
- როგორც ფეხბურთელს, რა მოგცა "ფახთაკორში" გატარებულმა ერთმა წელმა?
- ზოგს ჰგონია, რომ უზბეკეთში თამაში ცუდია, მაგრამ ეს ასე არ არის. "ანჟიში" რომ გადავედი, სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა და რადგან იქ ამის საშუალება არ იყო, ამიტომ წავედი "ფახთაკორში". ჩემთვის და, ალბათ, ყველა ფეხბურთელისთვის მთავარი სწორედ სათამაშო პრაქტიკაა.
ისიცაა, რომ "ფახთაკორში" კახა მახარაძე დამხვდა. მას ბავშვობიდან ვიცნობ და რა თქმა უნდა, უზბეკურ გუნდში ადაპტაცია ამანაც გამიადვილა.
- ქართული კლუბებიდან არ გაქვს შემოთავაზება?
- ჯერ არა. სულ რაღაც ორი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი. სხვათა შორის, ქართული კლუბებიდან შემოთავაზება მაშინაც მქონდა, როცა "ანჟიში" გადავედი.
- შემოთავაზება რომ იყოს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდებოდი?
- ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, ჯერ შემოთავაზება უნდა მქონდეს. მე თავისუფალი აგენტი არ ვარ, "ანჟის" ვეკუთვნი და ქართულ კლუბებს, ალბათ, ხელს არ აძლევთ ასეთი ფეხბურთელის აყვანა.
კლიმიაშვილი საქართველოშია, მაგრამ ქართული შემოთავაზება ჯერ არ აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"