გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო

AutoSharing Option
ლიტვის გარგჯაის "ბანგაში" გიორგი ალავერდაშვილი ჩაირიცხა. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ "ბანგას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის ქართველი თავდასხმელი ლიტვაში ისინჯებოდა.

კლუბში სამი ქართველი ისედაც ირიცხებოდა: ცხინვალის "სპარტაკისა" და "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი წევრი ნიკა მგელაძე, მცველი გიორგი გიორგაძე და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე.

ლიტვის 10-გუნდიანი A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მიმდინარე სეზონში, 19 ტურის შემდეგ "ბანგას" 15 ქულით მე-9 ადგილი უკავია და მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის თავკაცები შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობდნენ.

კლუბმა დაადასტურა, რომ ალავერდაშვილი უკვე "ბანგას" ფეხბურთელია. 24 წლის თავდამსხმელს თამაშობდა თბილისის
"ლოკომოტივში", "სამტრედიაში", "ბორჯომში", ორი სეზონი პორტუგალიის მესამელიგელ ევორას "ლუსიტანოში", განვლილი სეზონი კი "გურიაში" გაატარა, მაგრამ ლანჩხუთელები უმაღლეს ლიგაში ვერ დაბრუნდნენ და ალავერდაშვილმა კლუბი დატოვა.

"ლიტვაში სინჯებზე ვახტანგ ქორიძისა და რომან რამიშვილის რეკომენდაციით ჩამოვედი და ორი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე: ყაზანის "რუბინის" დუბლებთან და "ვენტსპილსთან". ამ უკანასკნელთან მატჩი 1:1 დასრულდა და საგოლე პასი გავაკეთე.

მწვრთნელს მოვეწონე და დამტოვა. კონტრაქტი ორი დღის წინ გავაფორმე - ლიტვის ჩემპიონატი ნოემბერში მთავრდება და "ბანგაში" მანამდე ვითამაშებ"
, - ამბობს ალავერდაშვილი.

ბოლო ორი წელია, ლიტვურ ფეხბურთში საკმაოდ მძიმე ფინანსური კრიზისი იყო. თუმცა, ალავერდაშვილი პირობებით მაინც კმაყოფილია:

"იმდენი შემომთავაზეს, მე რომ მეყოფა და საწუწუნო არაფერი მაქვს. გეთანხმებით, ლიტვაში დიდად არ ულხინთ, მაგრამ მაინც ნორმალური პირობები აქვთ და თამაშისა და გაზრდის საშუალება მომეცემა.

დიდი დროც გამიცდა და სამწუხაროდ, ჩემი კარიერაც ისე აეწყო, რომ ამ ეტაპზე საქმე ასარჩევად არ მქონდა. საქართველოში ყველას დავავიწყდი, ზოგი იძახის, ცუდი ხასიათი აქვსო. არ ვიცი, ეს სტერეოტიპი საიდან ჩამომიყალიბდა, მაგრამ ბევრჯერ გამიგია.

ტრავმების ბრალია, გაუმართლებლობის თუ ჩემი, არ ვიცი. ალბათ, ყველა მიზეზი ერთად დაგროვდა. მაგრამ ფეხბურთში ისე უნდა დავბრუნდე, როგორც მე მინდა - ვითარების გამოსწორებას აუცილებლად შევეცდები".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაში ვნახე და ფაქტია რო მაგარია !!!
ANANO
18:37 22-07-2012
0
რატომ? ალბათ იმიტომ რომ პირობები არ არის აბა კაცი აქ არ ათამაშეს რასაც ქვია,... წავიდა და პირველ ტურში საუკეთესო გახდა და 2 გოლი გაიტანა ლიტვაში. ან ჩავარდნა ქონდა
rolandi
18:28 22-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული