გიორგი ალავერდაშვილის სუპერდებიუტი - დუბლი და საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
ამას წინათ ვწერდით, რომ ლიტვის ჩემპიონატის აუტსაიდერ "ბანგაში" 24 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი ჩაირიცხა.

21 ივლისს გიორგიმ კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ისე ჩაატარა, სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა:

"ბანგამ" მე-20 ტურის გასვლით მატჩში "დაინავა" 4:0 დაამარცხა, ალავერდაშვილმა კი მეტოქის კარი ორჯერ აიღო, საგოლე გადაცემაც მიითვალა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

42-ე წუთზე გიორგიმ დარტყმით "ბანგა" 3:0 დააწინაურა, 90-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.

ძირითადში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ნიკა მგელაძემ. გიორგი ნიქაბაძე კი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

ამ გამარჯვებით "ბანგამ" მე-20 ტურის
შემდეგ 18 ქულა დააგროვა, ლიტვის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა და კონკურენტი "ტაურუსი" 2 ქულით ჩამოიტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული