მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი თავკაცი, ასევე, 28 წლის ოთარ მარცვალაძის ტრანსფერის თემასაც შეეხო, რომელიც ადრე "ვოლგაში" თამაშობდა.
"მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს. ოთარი ჩვენს სიაში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს, თუმცა ამ სიიდან ბევრი ფეხბურთელის გადაბირებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ", - თქვა გაჯიევმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ზაფხულში მარცვალაძე "ვოლგადან" "კრასნოდარში" გადავიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ "კრასნოდარმა" ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მიზეზად კი მარცვალაძეს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, სლავოლუბ მუსლინთან კონფლიქტი სახელდება.