გოგობერიშვილი წინა სეზონშიც ამ გუნდში თამაშობდა. "თურანი" აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ამიტომაც ჭიანურდებოდა ხელახალი ხელშეკრულება გოგობერიშვილთან, თუმცა აზერბაიჯანელებმა ჩვენებურის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.
გოგობერიშვილს აზერბაიჯანში ბაქოს "ოლიმპიკში", "ყარაბახში" და "ბაკიშიც" უთამაშია, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონიც კი გახდა.
ამ ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხუთი კეპი აქვს მონაგრებული.
გოგობერიშვილი: ისევ თურანი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"