უნაი ემერი: ჯანო ანანიძემ მატჩის ბედი შეცვალა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ყაზანის "რუბინთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრების ნახევარმველზე ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

ემერის, თქმით ჯანოს გამოყვანამ მოედანზე თამაშის ბედი შეცვალა. ქართველი ნახევარმცველი მოეადნზე 64-ე წუთზე სუხის ნაცვლად შევიდა.

ესპანელმა სპეციალისტმა ანანიძეს თამაშს კარგი შეფასება მისცა, რაც ორმაგად სასიხარულოა ქართველი ქომაგისთვის, რადგან ჯანოს "სპარტაკში" ახლა უფრო მეტად ენდობიან ვიდრე ვალერი კარპინის მწვრთნელობის დროს.

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ქართველ ფეხბურთელს მუდამ ტრავმები აწუხებდა.

"რუბინთან" მატჩის შემდეგ ემერიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

-
მეორე ნახევრის პირველ წუთებში გუნდებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს მოედნის ცენტრში. ვფიქრობ სიტუაციის ჩვენსკენ შემობრუნება მოედანზე იაკოვლევისა და ჯანოს გამოსვლამ განაპირობა, რომლებიც ძალიან კარგად ჩაერთვნენ მატჩში.

- სუხის შეცვლა ჯანოთი ძალიან სარისკო იყო. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- ეს იყო რისკი, რომელმაც გაამართლა და ახლა მე თქვენს წინაშე ვარ, როგორც გამარჯვებული. ჯანომ შეტევებს დინამიკა შესძინა. ჩვეულებრივ ამ ფუნქცია მაკგიდი ითავსებს, რომელიც "სპარტაკს" აგრესიას მატებს და გუნდს იყოლიებს. დღეს ეიდენი გვაკლდა, თუმცა ჯანომ მისი შეცვლა მოახერხა.

- არ ფიქრობთ, რომ გუნდს მოედნის ცენტრში მუდმივი ლიდერი აკლია?
- ამ ბოლო დროს ეს პოზიცია საკმაოდ გავაძლიერეთ. თქვენ ხედავდით რომულოს, გვყავს ჩელსტრემი, რომელიც ჯერ ტრავმირებულია, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდება. არიან კიდევ კარიოკა, დე ზუევი და ჯანო.

ვფიქრობ, არა მარტო ბევრი ცენტრალური ნახევარცველი გვყავს, არამედ მათი პროფესიონალიზმი ეჭქვეშ დასაყენებლი არაა.

ასევე იხილეთ:
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ჯანო ანანიძემ ჩეხური "პლზენის" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა

ჯანო ანანიძეს პირველი გოლი უნაი ემერის თავკაცობით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანო შენნაირი ნიჭიერი საქართველოს დღეს არავინ ყავს. შენ რომ დიდი ფეხბურთი არ ითამაშო ჩემი ხელით მოგლაკ!
alfonso
16:35 19-08-2012
0

სიახლეები პოპულარული