ლადო დვალიშვილმა და აკაკი ხუბუტიამ სტუმრად გაიმარჯვეს

AutoSharing Option
20 აგვისტოს პოლონეთის ექსტრაკლასას პირველი ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ვარშავის "პოლონიამ" გდანსკის "ლეხიას" სტუმრად 3:1 სძლია.

ლადო დვალიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.

რუმინეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" "ვიტორულ კონსტანცას" ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. 17-გუნდიან ლიგაში "გაზ მეთანი" 6 ქულით მე-10 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული