21 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში მოსკოვის "სპარტაკმა" სტამბულის "ფენერბახჩეს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სპარტაკელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა. "ფენერბახჩეს" ჰოლანდიელმა ახალწვეულმა დირკ კუიტმა წონასწორობა 65-ე წუთზე აღადგინა, 69-ეზე კი დმიტრი კომბაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
სამწუხაროდ, ამ გამარჯვებაში ჯანო ანანიძეს მონაწილეობა არ მიუღია.
ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც "სპარტაკის" ესპანელი თავკაცი უნაი ემერი რუსული პრემიერლიგის წინა ტურებში ენდო, ამჯერად მთელ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი. პირველი მატჩები - კიევის "დინამო" ლიგას უბრუნდება
11:08 22-08-2012
მოსკოვის "სპარტაკმა" "ფენერბახჩეს" ჯანო ანანიძის გარეშე სძლია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული