ბაქოს "ინტერისა" და ლენქორანის "ხაზარის" მატჩისას მომხდარი შეხლა-შემოხლისთვის სამი ფეხბურთელი დასაჯეს.
"ხაზარის" შემადგენლობიდან ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით ელნურ ალაჰვერდიევი დასაჯეს, "ინტერის" რიგებიდან კი ანალოგიური სანქცია ქართველებს, ბაჩანა ცხადაძესა და ილია კანდელაკს დაეკისრათ.
ამას გარდა, ინციდენტის გამო "ინტერი" 7 ათას მანათს, ხოლო "ხაზარი" 2 ათას მანათს გადაიხდის.
ზემოთ ნახსენები შეხვედრა 0:0 დასრულდა. პრემიერლიგის საწყის სამ ტურში "ინტერს" ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და მხოლოდ ორი ქულა აქვს.
(იბეჭდება მცირე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"