"ჰერტამ" ლევან კობიაშვილის გარეშე პირველად მოიგო

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეშვიდე ტური "ზარიასა" და "ვორსკლას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ზარიას" შემადგენლობაში ჯაბა ლიპარტია 52-ე წუთიდან გამოჩნდა. ამ დროისთვის მისი გუნდი მარცხდებოდა. "ზარიამ" ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა, 90-ეზე კი ქართველმა შემტევმა გაფრთხილება მიიღო.

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში "იაგელონიამ" "გურნიკი" მიიღო და 1:1-ს დასჯერდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა ძალამიძემ.

რუმინეთში "გაზ მეთანმა" შინ 2:0 მოუგო "ტურნუ სევერინს". მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა აკაკი ხუბუტიამ. საქართველოს ნაკრების მცველმა 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

დაიწყო სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატიც, სადაც "მოროკა
სვოლოვსის" შემადგენლობაში ასპარეზობას განაგრძობს ქართველი უნივერსალი გიორგი ნერგაძემ.

მისმა გუნდმა პირველ ტურში წააგო, მეორეში კი მოიგო. ნერგაძემ ორივე მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ბოლოს ლევან კობიაშვილის "ჰერტაზეც" გეტყვით. დისკვალიფიცირებული ქართველი კაპიტნის არყოფნაში ბერლინელებმა, რომლებმაც სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

"ჰერტამ" საკუთარ მოედანზე "რეგენსბურგს" 2:1 სძლია. შეგახსენებთ, კობიაშვილს თამაშის უფლება 2013 წლიდან ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან მოუთმენლად ველით შენს დაბრუნებას, იმედია კიდევ ბევრჯერ გვასახელებ.
gizo
23:28 25-08-2012
0

სიახლეები პოპულარული