თუმცა ერთი ისეთი ამბავი მაინც მოხდა, რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ - თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ საკლუბო დონეზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლევან ყენიამ!
დონეცკის "შახტარისა" და ლვოვის "კარპატის" მატჩში მას სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა დაახლოებით ნახევარი საათი გამოუყო. "კარპატის" ახალწვეული მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, თუმცა მეტოქე და თამაშის სცენარი ისეთი იყო, ისიც საკმარისია, რომ
იმედია, ყენია დროულად შევა ოპტიმალურ ფორმაში და საკლუბო კარიერის აწყობასთან ერთად, ჩვენს ნაკრებსაც წაადგება. მისმა თანაგუნდელმა მურთაზ დაუშვილმა ეს შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მიმოხილვა რუსეთის ჩემპიონატით განვაგრძოთ, სადაც, როგორც იქნა, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.
გროზნოში, იქაურ "ტერეკთან" მატჩის 65-ე წუთზე, სპარტაკელმა ხუან მანუელ ინსაურალდემ ანგარიში სწორედ ქართველი ნახევარმცველის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შედეგად გახსნა. ანანიძე 79-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც "ტერეკმა" შეხვედრის ბედი სათავისოდ შეატრიალა და 2:1 გაიმარჯვა.
"ამკარი"-"კრასნოდარი" ფრედ, 2:2 დასრულდა. კრასნოდარელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნუკრი რევიშვილი კი თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადში კვლავაც არ გამოჩენილა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "ალენს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. "ბოხუმის" ახალწვეულმა ალექსანდრე იაშვილმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლოზ გელაშვილს კი ისევ მცირე სათამაშო დრო გამოუყვეს - იგი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე შეუშვეს.
მივუბრუნდეთ უკრაინას, სადაც გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. თუმცა ამან მის "კრივბასს" ვერ უშველა და სტუმრად ხარკოვის "მეტალისტთან" 1:3 დამარცხდა.
კანკავამ 81-ე წუთზე მხოლოდ პრესტიჟის ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მანაც და უჩა ლობჟანიძემაც "კრივბასის" შემადგენლობაში 90 წუთი გაატარეს.
"ილიჩევეცმა" "გოვერლა" მიიღო და 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა, ძირითადში გამწესებული დავით თარგამაძე კი 81-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინაში კიდევ ერთი სასიამოვნო გამონაკლისი სანდრო კობახიძის საგოლე პასია. ლიტველ თანაგუნდელ საულიუს მიკოლიუნასს ქართველმა ნახევარმცველმა 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრებინა. ეს სიმფეროპოლის "ტავრიასა" და კიევის "არსენალის" მატჩში მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. კობახიძე შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე შეცვალეს.
ვერ გეტყვით, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში გიორგი ჭანტურია იტალიურ "ჯენოაში", დღეისთვის კი ფაქტი ის არის, რომ მას ჰოლანდიურ "ვიტესში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა. "ვილემ II"-სთან სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცა.
"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე შეუცვლელად იყო, ვაკო ყაზაიშვილი კი საამმატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.
პოლონეთში ლადო დვალიშვილის "პოლონიამ" "ლეხს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
ფინეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ. "ინტერ ტურკუს" ფორვარდმა "იაროსთან" საშინაო მატჩის (3:1) 55-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კახა ცხადაძის "ინტერმა". ბაქოელებმა სტუმრად "თურანი" 3:2 დაამარცხეს, ანგარიში კი 58-ე წუთზე გიორგი ადამიამ გახსნა. მან და გიორგი ლომაიამ "ინტერის" რიგებში სრულად ითამაშეს, ვალერი აბრამიძე მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, რევაზ თევდორაძე სათადარიგო იყო, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე კი ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დააკლდნენ.
"თურანის" მაისურით 90-90 წუთი ითამაშეს ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ლევან ჩხეტიანმა, სასტარტოში მყოფი ირაკლი ბერაია 82-ე წუთზე შეცვალეს, გოგი ფიფია კი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.
ლატვიის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" ქართველმა თავდამსხმელმა "იურმალასთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო, პირველი ორი გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"