ქართული ლეგიონი: შოთა არველაძის "ქაისერისფორი" კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
27 აგვისტოს რუსეთის პრემიერლიგაში გია გრიგალავას "ვოლგა" კრასნოდარში "ყუბანს" ესტუმრა და 2:6 განადგურდა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

თურქეთის სუპერლიგის საწყის ორ ტურში შოთა არველაძის "ქაისერისფორი" ორჯერ დამარცხდა. 27 აგვისტოს "ქაისერი", რომლის შემადგენლობაშიც ზურაბ ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა, სტუმრად "ანთალიასფორთან" 0:3 განადგურდა.

დანიაში "ორჰუსმა" გასვლით მატჩში "ჰორსენსი" 4:1 გაანადგურა. დავით დევდარიანი "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს და 64-ე წუთზე შეცვალეს, დავით სხირტლაძე კი სათადარიგო იყო.

კვლავ ტრავმირებულია საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე, რომლის არყოფნაშიც მისი გუნდი სტუმრად
"ნანტთან" 0:1 დამარცხდა.

აზერბაიჯანში "ბაქიმ" "ქიაფაზს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გიორგი ფოფხაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.

ლიტვაში "ბანგამ" შინ "ტაურასი" 4:0 გაანადგურა. გიორგი ალავერდაშვილმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

განსხვავებული წარმატებით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული