აზერბაიჯანულმა "თურანმა" ქართველებზე უარი თქვა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, თოვუზის "თურანმა" თანამშრომლობა ხუთ ფეხბურთელთან გაწყვიტა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ასკერ აბდულაევმა, ორ აზერბაიჯანელთან ერთად, უარი სამი ქართველის სამსახურზეც განაცხადა. ესენი არიან: ალექსანდრე გოგობერიშვილი, გოგი ფიფია და ლევან ჩხეტიანი.

გოგობერიშვილი "თურანის" ღირსებას წინა სეზონშიც იცავდა, ფიფია და ჩხეტიანი კი ამ გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდნენ და ცოტა უცნაურია, მათზე უარი ასეთ მოკლე დროში რომ თქვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული