17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ მალანია "რუბინში" ისინჯება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, 16 წლის ზურაბ მალანია ყაზანში იმყოფება, სადაც იქაური "რუბინის" დუბლშემადგენლობაში გადის სინჯებს.

როგორც შევიტყვეთ, მან სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა და მისი იქ დარჩენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

მალანია ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილია და მასზე დღეს სატრანსფერო უფლებები უმაღლესლიგელ "ზუგდიდს" ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული