"ლეგიასა" და "პოლონიას" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, დვალიშვილმა კი ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. "ლეგიამ" წონასწორობა სამ წუთში აღადგინა და შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.
დვალიშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთის პრემიერლიგაში "კრასნოდარმა" "მორდოვია" მიიღო და მეტოქე 6:1 გაანადგურა. ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა - ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი
მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" "ტერნანას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ლევან მჭედლიძე მასპინძელთა განაცხადში არ შეუყვანიათ, ირაკლი შეყილაძე კი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
კვლავაც არ შემდგარა მათე ვაწაძის დებიუტი დანიურ "ორჰუსში". "ორჰუსი" 22 სექტემბერს საკუთარ მოედანზე "სონდერიისკეს" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. დავით სხირტლაძე "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, დავით დევდარიანი კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"