დავით სხირტლაძემ და დავით დევდარიანმა დანიის თასზე გაიტანეს

AutoSharing Option
25 და 26 სექტემბერს ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩემპიონატისა და თასის მატჩები იმართება და საქმეში ქართველი ლეგიონერებიც არიან ჩართულნი.

დანიის თასზე "ორჰუსმა" თანაქალაქელი "ორჰუს ფრემადი" 3:0 გაანადგურა და რაც მთავარია, ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველებმა დაიდეს.

მე-18 წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა, 52-ეზე კი დავით დევდარიანმა "ორჰუსი" ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა, სხირტლაძე კი მეორე ტაიმში შეცვალეს. "ორჰუსის" შემადგენლობაში დებიუტი მათე ვაწაძეს ჯერაც არ ჰქონია.

გოლი გაიტანა დავით სირაძემაც, მაგრამ ამან მის გუნდს ვერ უშველა. ნალჩიკის "სპარტაკმა", რომლის ღირსებასაც ქართველი
თავდამსხმელი იცავს, რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

სირაძემ 49-ე წუთზე შეხვედრის უკანასკნელი ბურთი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გულშემატკივარი!!! რაზეა დამთავრებული 30 წლისააა ჯერ !!!

joni
18:37 26-09-2012
0
სირაძის ფეხბურთი ნაკრების დონეზე დამთავრებულია, მადლობთ ყველაფრისათვის
gulshematkivari
12:32 26-09-2012
0

სიახლეები პოპულარული