ეს რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალში მოხდა, სადაც მისმა გუნდმა სტუმრად ბელგოროდის "სალიუტს" 2:1 სძლია.
ანანიძის სასტარტოში გამწესება კი აშკარად გამართლებული აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 33-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (იხილეთ ვიდეო), 53-ეზე კი გადამწყვეტი გოლი "სპარტაკის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა დემი დე ზეუვმა გაიტანა.
ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მერვედფინალში გავიდა "კრასნოდარიც", რომელმაც გასვლაზე ძერჟინსკის "ხიმიკი" 2:1 დაამარცხა. "კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ნუკრი რევიშვილი, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი კი დაასვენეს.
ომარ თეთრაძის "ხიმკიმ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას"
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუ" სტუმრად "იუვიასკიულიას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
რუმინეთის თასის მეთექვსმეტედფინალში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" შინ 2:1 სძლია "კარაკალს". საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში "ვიტესმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა ქვედალიგელი "გემერტი". გიორგი ჭანტურია არნემელთა განაცხადში კვლავ არ ყოფილა, "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ კი სრულად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"