ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" ძირითადში, ნიკა გელაშვილი - შეცვლაზე

AutoSharing Option
27 სექტემბერს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"ბოხუმის" შემადგენლობაში ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლოზ გელაშვილი კი თამაშში 72-ე წუთზე, 0:2-ისას ჩაერთო.

იაშვილმა 48-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.

მეორე ბუნდესლიგაში 7 ტურია ჩავლილი და 8 ქულით "ბოხუმი" მე-10 ადგილზეა.

14 ქულით მე-5 პოზიციაზეა ლევან კობიაშვილის "ჰერტა". შეგახსენებთ, კობიაშვილი მიმდინარე წლის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული