ლეგიონის უქმეები: დავით დევდარიანისა და ნიკა ძალამიძის გოლები

AutoSharing Option
რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ჯანო ანანიძე და იმედია, ეს ფაქტი მალე არა გამონაკლისი, არამედ ჩვეულებრივი ამბავი იქნება.

კარგია, ეს მატჩი "სპარტაკმა" მოიგო, რადგან ჯანომ ამაში თავისი წვლილიც შეიტანა.

უკრაინაში მოთამაშე ქართველებისთვის გასული უქმეები წარმატებული ვერ გამოდგა. გაიმარჯვა მხოლოდ უჩა ლობჟანიძის "კრივბასმა", მაგრამ ამ მატჩში ქართველ მცველს მონაწილეობა არ მიუღია.

დანიური "ორჰუსის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დავით დევდარიანმა, რომელმაც თამაშში, მე-16 წუთზე, ტრავმირებული დავით სხირტლაძე შეცვალა, გოლი კი 22-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ქართველი მეგოლე პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი
ნიკა ძალამიძეა
, რომელმაც 88-ე წუთზე თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

იმის მიუხედავად, რომ შინ "ყარაბახთან" 0:0-ს დასჯერდა, აზერბაიჯანულ პრემიერლიგას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგი", რაც საკმაოდ დიდი სენსაციაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული