ჯანო ანანიძე ჩემპიონთა ლიგაზე არ ჩანს, ჯაბა კანკავა - ევროპალიგაზე

AutoSharing Option
სამწუხაროდ, რუსეთის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაშიც გვეხილა.

მეტიც, ჯანო "სპარტაკის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა, მისი გუნდი კი შინ დაძაბულ ბრძოლაში გლაზგოს "სელტიკთან" 2:3 დამარცხდა.

ფინეთის ჩემპიონატში "ინტერ ტურკუ" საკუთარ მოედანზე 1:4 განადგურდა "კუოპიოსთან", მასპინძელთაგან კი პრესტიჟის გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა - მან 59-ე წუთზე ანგარიში 1:2 გახადა.

ევროპის ლიგაზე დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" შვედეთში აიკ-ს ესტუმრა, სამწუხაროდ, ჯაბა კანკავას გარეშე.

იმედია, "დნიპროში" დაბრუნებული საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად
შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში შთამბეჭდავ სერიას განაგრძობს ზაქათალის "სიმურგი", რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას. "სიმურგმა" შინ "სუმგაითს" 1:0 სძლია და სრულიად მოულოდნელად, აზერბაიჯანულ პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

"სიმურგს" 15 ქულა აქვს, მის უახლოეს მდევარ "ყარაბახს" კი - 13. თანაც, ჩიხრაძის გუნდს "ყარაბახზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბაქოს "ინტერმა" დედაქალაქურ დერბიში "რავანს" 2:0 მოუგო. შეხვედრის მე-60 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ბაჩანა ცხადაძემ, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა.

"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ცხადაძემ და მეკარე რევაზ თევდორაძემ ითამაშეს.

ესტონეთში თავი ზაქარია ბეგლარიშვილმა გამოიჩინა. მისმა "ფლორამ" საკუთარ მოედანზე "კურესარე" 2:0 დაამარცხა, ქართველმა ნახევარმცველმა კი მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული