თავად ადამიამ საიტ azerisport.com-თან ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ის ამჟამად სულაც საქართველოში იმყოფება.
მანამდე vesti.az ავრცელებდა ცნობას, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში, კლუბ "Mamounia Lounge"-ის სიახლოვეს, ქართველ ფეხბურთელებს თავს მძარცველი დაესხა, თუმცა ლომაიამ და ადამიამ მომხვდურს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც თავდამსხმელმა მათ დანით ჭრილობები მიაყენა.
ნარიამნოვის რაიონის პოლიციაში საიტს ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ბაქოს "ინტერის" პრესსამსახურიც.
"ადამია ამჟამად ბაქოში არ იმყოფება და ის სამშობლოშია. შესაბამისად, ხმები იმის შესახებ, რომ ის დანით დაჭრეს, ტყუილია.
რაც შეეხება ლომაიას, ის 10 ოქტომბერს გუნდთან ერთად შარშანდელი პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა.
შესაძლოა, ლომაიას მართლაც ჰქონდა ვინმესთან კამათი, მაგრამ ადამია გამორიცხულია", - განუცხადა კლუბის პრესმდივანმა საიტ Sport.1news.az-ს.