ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლოზ გელაშვილი კი 65-ე წუთზე შეცვალეს და მოედანზე მის ნაცვლად სლოვენიელი ზლატკო დედიჩი შევიდა, რომელიც, როგორც წესი, სასტარტოში თამაშობს ხოლმე.
"ჰერტას" კაპიტანი ლევან კობიაშვილი კი, მოგეხსენებათ, წლის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული.
ფინეთში "ინტერ ტურკუმ" სტუმრად ჰაკა-ს 2:1 სძლია, თუმცა ირაკლი სირბილაძეს გოლი არ გაუტანია. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა.
უკრაინაში "ილიჩევეცი" დონეცკის "შახტარს" ეწვია და დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მაინც დამარცხდა
რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ჩახლაულთან". საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
იმედი გვქონდა, რომ ფრანგული "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილავდით ახლად გამოჯანმრთელებულ გიორგი მაკარიძეს, რომელიც წინა ტურში სათადარიგო იყო. თუმცა ქართველი მეკარე ამჯერად განაცხადშიც არ გამოჩენილა. ლიგა 2-ში "ლე მანმა" გასვლაზე "ნიმთან" 1:2 წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"