22 ოქტომბერს "ინტერი" საკუთარ მოედანზე ტპს-სთან 0:0-ს დასჯერდა და ლიდერ ჰიკ-ს 3 ქულით ჩამორჩა. სირბილაძემ ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოადგილოსანი "ვოლგა" "კრილია სოვეტოვს" ეწვია და 1:0 სძლია. "ვოლგას" შემადგენლობაში გია გრიგალავამ სრულად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
დანიაში "ორჰუსმა" "რანდერსს" უმასპინძლა და 1:1-ს დასჯერდა. შეხვედრის 52-ე წუთზე "ორჰუსის" შემადგენლობიდან ანგარიში დავით სხირტლაძემ გაათანაბრა. მათე ვაწაძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, დავით დევდარიანი
თურქეთში "ქაისერისფორი" შინ 0:1 დამარცხდა "ბუიუქშეჰირთან". ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერის" განაცხადში არ გამოჩენილა.
ლატვიაში "დაუგავამ" სტუმრად ლიეპაიას "მეტალურგსს" 3:1 სძლია. ერთი ბურთია მამუკა ღონღაძის ანგარიშზე. 56-ე წუთზე მან ანგარიში 0:2 გახადა.
ესტონეთში დუბლი შეასრულა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის "ფლორამაც" სტუმრად "პაიდე" 6:0 გაანადგურა.
ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა 45-ე და მე-60 წუთზე მესამე და მეოთხე გოლები გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"