ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა 85-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი შეცვალეს. მეორე ბოხუმელი, ნიკოლოზ გელაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
რუსეთში თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ორი შეხვედრა, სადაც ქართველების გუნდები მონაწილეობდნენ, მათთვის წარუმატებლად დასრულდა.
მოსკოვის "სპარტაკი" "როსტოვს" ესტუმრა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი "როსტოვმა" 3:2 მოიგო.
"სპარტაკის" მიერ გამოყენებული ორი თერთმეტმეტრიანიდან ერთი ჯანო ანანიძის
კრასნოდარულ დერბიში "კრასნოდარი" "ყუბანთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა "კრასნოდარის" განაცხადში არც ალექსანდრე ამისულაშვილი ყოფილა და არც - ნუკრი რევიშვილი.
აზერბაიჯანურ პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა ცხადაძემ. მისმა "ინტერმა" შინ "ქიაფაზს" 3:1 სძლია, ქართველმა თავდამსხმელმა კი 58-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).
ცხადაძის მსგავსად, "ინტერის" ძირითადში იყვნენ გიორგი ლომაია და ილია კანდელაკი, ხოლო რევაზ თევდორაძე და ვალერი აბრამიძე ბაქოელთა სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
კიდევ ერთი ინტერელი გიორგი ადამია კვლავ ტრავმირებულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"