ბუბა დაუშვილი: ლევან ყენიას გოლის შემდეგ თამაში გაგვიადვილდა

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუბა დაუშვილმა "კრივბასთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ კარპატელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხეს. პირველი გოლი კი ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ დაუშვილმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, ყენიამ კი ბოლომდე ითამაშა.

"სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა, რის შემდეგ თამაში უფრო იოლი გახდა. გარდა ამისა, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით და "კრივბასს" ბოლომდე ვუტევდით.

დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, "კრივბასი" ცუდი გუნდი არაა. ასეთი რამ ხდება ხოლმე ფეხბურთში.

შეიძლება უფრო
კონცენტრირებულები ვიყავით და საერთოდ, "კარპატი" კარგად თამაშობდა. 4:0-ზე დავალება მივიღეთ, მშვიდად და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. ამ ტაქტიკამ გაა
მართლა", - თქვა მატჩის შემდეგ დაუშვილმა.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: იმ ფორმამდე, როგორშიც გერმანიაში ვიყავი, ჯერ ბევრი მიკლია
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული