შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქაშიმფაშამ" "ფენერბახჩესაც" კი გადაუსწრო

AutoSharing Option
5 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმით იპყრობდა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ქართველთა გუნდები წარსდგნენ.

ვლადიკავკაზის "ალანიამ" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო - ალანიელმა შოთა გრიგალაშვილმა 79-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ვოლგელმა გია გრიგალავამ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

რუსეთის პირველ დივიზიონში გოლი გაიტანა დავით სირაძემ. "ხიმკის" ქართველმა ფორვარდმა იაროსლავლის "შინიკის" კარი დალაშქრა. "ხიმკიმ" "შინიკს" შინ 3:2 სძლია, არადა, 0:2-ს აგებდა. სირაძემ მატჩის 43-ე წუთზე ანგარიში 1:2
გახადა.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" "ბურსასფორს" ეწვია და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და "ფენერბახჩესაც" კი გადაუსწრო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობის დაბრუნება შეეძლო ზაქათალის "სიმურგს", რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას. "სიმურგმა" კახა ცხადაძის "ინტერის" ვერმოგებით ვერ ისარგებლა და მეორე ადგილზე დარჩა. ზაქათალელები სტუმრად "თურანთან" 1:1-ს დასჯერდნენ. "ინტერმა" კი "სუმგაითთან" გასვლითი შეხვედრა 0:0 დაასრულა.

"ინტერსა" და "სიმურგს" 20-20 ქულა აქვთ; დამატებითი მაჩვენებლებით პირველ საფეხურზე "ინტერია", თანაც, ბაქოელებს მეტოქეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, რომელმაც "ვიძევთან" მატჩში დუბლი შეასრულა, პოლონური ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული