დავით დევდარიანისა და მათე ვაწაძის უიღბლო მატჩი დანიაში - მარცხი და გაძევება

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაში "ჰორსენსმა" "ორჰუსს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა - დავით დევდარიანმა და მათე ვაწაძემ.

მესამე ორჰუსელი, დავით სხირტლაძე, როგორც იცით, ტრავმირებულია.

განსაკუთრებით უიღბლო მატჩი დევდარიანისთვის გამოდგა, რომელიც 81-ე წუთზე გააძევეს, მანამდე კი, 58-ე წუთზე, ვაწაძე შეცვალეს. ამ დროისთვის შეხვედრის ორივე გოლი უკვე გასული იყო.

12-გუნდიან სუპერლიგაში "ორჰუსი" 25 ქულით მეოთხე ადგილზეა და შვიდი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს "კოპენჰაგენს".

მიმდინარე სეზონში ჯერაც არ უთამაშია "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძეს, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ჯერჯერობით, სათადარიგოთა
სკამზე ჯდომით კმაყოფილდება.

ასე იყო "ისტრთან" გასვლით მატჩშიც, სადაც "ლე მანი" 0:1 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული