ლეგიონერები: გია გრიგალავა და მათე ვაწაძე ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ყაზანის "რუბინს" ეწვია და 0:0 დაუზავდა.

სტუმართა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. "ვოლგას" 13 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ "ალანიას".

დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" "მიდტიულანდს" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მათე ვაწაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, 65-ეზე კი გაფრთხილება მიიღო. ორივე გოლი ვაწაძის მოედნიდან გასვლის შემდეგ გავიდა.

დავით დევდარიანსა და დავით სხირტლაძეს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

უკრაინულ პრემიერლიგაში "დნიპრომ" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა, თუმცა ჯაბა
კანკავა
დნეპროპეტროვსკელთა განაცხადშიც არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: გურამ კაშია და "ვიტესი" ჰოლანდიაში აღარავის ინდობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული