ლეგიონერები: ლადო დვა­ლიშ­ვი­ლის და მათე ვა­წა­ძის გო­ლე­ბი [VIDEO]

AutoSharing Option
პო­ლო­ნე­თის ექ­ს­ტ­რაკ­ლა­სა­ში ვარ­შა­ვის "პო­ლო­ნია" სტუმ­რად "გლი­ვი­ცეს" შეხ­ვ­და და ვლა­დი­მერ დვა­ლიშ­ვი­ლის მი­ერ 47-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით 1:0-ს ამარ­ცხებ­და, მაგ­რამ მას­პინ­ძ­ლებ­მა მატ­ჩის 88-ე წუთ­ზე წო­ნას­წო­რო­ბა აღად­გი­ნეს და შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 დას­რულ­და.

დვა­ლიშ­ვილ­მა შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შა. ეს მის­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მე­ექ­ვ­სე გო­ლია.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილის გოლი გლივიცესთან მატჩში


და­ნი­ის სუ­პერ­ლი­გა­ში კი მე­ო­რე­ჯერ გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი მა­თე ვა­წა­ძემ. მის­მა "ორ­ჰუს­მა" გას­ვ­ლით მატ­ჩ­ში "ოლ­ბორ­გი" 3:0 გა­ა­ნად­გუ­რა, ქარ­თ­ველ­მა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა კი 85-ე წუთ­ზე შეხ­ვედ­რის უკა­ნას­კ­ნე­ლი გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

ვა­წა­ძე მო­ე­დან­ზე 70-ე წუთ­ზე შე­ვი­და, მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა და­ვით დევ­და­რი­ან­მა კი შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შა.

Video
Sportall.Ge
მათე ვაწაძის გოლი ოლბორგთან მატჩში


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული