გიორგი ლომაიას IFFHS-ის რეიტინგამდე 35 წუთი აშორებს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ქართველი მეკარე გიორგი ლომაია კლუბის ისტორიის ახალი რეკორდის ავტორია - "ბაქისთან" მოგებული მატჩი (1:0) მისთვის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა, სადაც საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია, რომ ლომაიამ ბოლო გოლი 30 ოქტომბერს, "ქიაფაზისგან" გაუშვა.

მისი "მშრალი სერია" უკვე 625 წუთს შეადგენს. თუ ლომაიას სერია მინიმუმ 660 წუთამდე ავა, იგი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) რეიტინგშიც მოხვდება, სადაც, ბუნებრივია, მით უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, რაც უფრო დიდხანს გასტანს მისი სერია.

აღნიშნულ რეიტინგში ყველა დროის 500-მდე მეკარე ფიგურირებს. სერიის გაგრძელების
შანსი კი ლომაიას 25 დეკემბერს, ბაქოს "ნეფთჩისთან" დაპირისპირებაში მიეცემა.

ცნობისთვის, IFFHS-ის მონაცემებით, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი სერია" ბრაზილიელ ჟერალდო მაზაროპის ეკუთვნის, რომელიც "ვასკო და გამას" ღირსებას იცავდა და 1977-78 წლებში საკუთარ კარში ბურთი 1 816 წუთის განმავლობაში არ მიუღია.

სერია 16 თვეს გაგრძელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული