გიორგი ჯანელიძე: რუსეთში დრო დავკარგე, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები

AutoSharing Option
გიორგი ჯანელიძე თბილისშია და ახალ წელსა და საფეხბურთო სეზონს გაურკვევლობაში ხვდება.

"ვიტ ჯორჯიასა" და საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი აგვისტოში ყაზანის "რუბინში" ისინჯებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთის ნაციონალური ლიგის ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკის" გუნდში ჩაირიცხა.

გიორგი ჯანელიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, ნიჟნეკამსკელებმა 30-ნომრიანი მაისურა გადასცეს, მაგრამ ამ ფორმით გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ამავე გუნდში იჯარით თამაშობდა ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ახალგაზრდა ნაკრების მცველი საბა კვირკველია.

რუსეთის პირველ დივიზიონში შესვენების გამოცხადების შემდეგ გიორგი ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიაში" ვარჯიშობდა:

"ჩემს ძველ კლუბს
მადლობა მინდა გადავუ
ხადო, რომ ვარჯიშის საშუალება მომცა.

თამაშიც მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. სხვა ვარიანტი თუ არ გამოჩნდება, სეზონის ბოლომდე აქ დავრჩები".

რაც შეეხება "ნეფტეხიმიკს", ეს კლუბი ჯანელიძის წარსულში დარჩა:

Sportall.Ge"სამწუხაროდ, რუსეთში კარიერა ვერ ავაწყვე. ჯერ "რუბინში" ვიყავი, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ გამომიშვეს, თორემ იქიდან კაცი წამოვიდოდა?!

მერე ხომ "ნეფტეხიმიკში" ვიყავი, კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე გავაფორმე და მისი ვადა ამოიწურა.

დარჩენას აზრი არც ჰქონდა, რადგან მთავარი მწვრთნელი ანდრეი სიტჩიხინი არ მათამაშებდა. მას თავისი ჯგუფი ჰყავდა და ჩემს იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა".

კითხვაზე, რუსეთში წასვლით დრო ხომ არ დაკარგა, გიორგი ამბობს:

"რა თქმა უნდა, დრო დავკარგე. კარგი მინდოდა, ვფიქრობდი, კარიერას ავაწყობ-მეთქი და პირიქით გამომივიდა. მოკლედ, მართლაც დრო დავკარგე.

ახლა ჩემთვის ვვარჯიშობ. თუ ახალი გუნდი გამოჩნდა, ხომ კარგი და თუ არაფერი გამოვა, ალბათ, მაისის ბოლომდე ისევ "ვიტ ჯორჯიაში" ვითამაშებ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურის მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი: კონკურენტებთან მობილიზება გვმართებს
გიორგი ჯანელიძე "ნეფტეხიმიკში" ჩაირიცხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აფსუს,სულ გაიფუჭა კარიერა. ნებისმიერი იტყვის, ნიჟნეკამსკში ვერ გაქაჩადა სვაგან რას იზამსო.
ramo
12:57 26-12-2012
0

სიახლეები პოპულარული