გიორგი ლომაია აზერბაიჯანული პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლმა" აზერბაიჯანული პრემიერლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და იქ ერთი ქართველი მოხვდა - ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია.

მან მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაუშვა. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე 561-წუთიანი მშრალი სერიის ავტორი გახდა. მას მცირედი დააკლდა საერთაშორისო რეკორდების სიაში მოხვედრამდე.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი "ინტერი" ახალ წელს პრემიერლიგის ლიდერის რანგში შეხვდა.

ლომაიას გარდა, ბაქოური კლუბის ღირსებას მისი დუბლიორი რევაზ თევდორაძე, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, ბაჩანა ცხადაძე და გიორგი ადამია
იცავენ.

ადამიას ტრავმის გამო სეზონის საკმაო ნაწილი გაუცდა და იგი ჯერაც ლაზარეთშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული