შოთა არველაძემ გაიმარჯვა, ლევან კობიაშვილი კვლავ ძირითადშია

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების 25 იანვრის ამბების მიმოხილვას ოფიციალური მატჩით დავიწყებთ.

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ქასიმფაშა" "ქარაბუქს" ეწვია და მეტოქე 3:0 გაანადგურა.

ამ გამარჯვებით "ქასიმფაშამ" მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა დიდი ალბათობით, თურქეთის ჩემპიონატის შაბათ-კვირას გასამართი მატჩები არველაძის გუნდს ამ პოზიციის შენარჩუნების საშუალებას არ მისცემს.

თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფი ბერლინის "ჰერტა" ავსტრიულ "შტურმს" გაეჯიბრა და 3:2 სძლია. ლევან კობიაშვილი "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

კობიმ კვლავ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

ბაქოს "ინტერი" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" უგოლოდ გაეყარა. კახა ცხადაძის
გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეკარე რევაზ თევდორაძე, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე, ხოლო "ინტერის" კარის ძირითადი დარაჯი გიორგი ლომაია შეცვლაზე შევიდა.

ბაქოელთა ქართველი ფორვარდი გიორგი ადამია, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვეა, აღარ უთამაშია, მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

ასევე ტესტ-მატჩში შვეიცარიული "ბელინცონა" "სენტ გალენს" შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. გიორგი ივანიშვილმა "ბელინცონას" შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: "ქასიმფაშაში" ქართველის დამატებაზე ჯერ არ ვფიქრობ
ლომების მომთვინირიებელი - შოთა არველაძემ "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]
ლევან კობიაშვილის იმედისმომცემი ტესტები ბერლინის "ჰერტაში"
ლევან კობიაშვილი: გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული