ბაქოს "ინტერი" თასიდან გიორგი ლომაიას "ბავშვურმა" შეცდომებმა გამოთიშა

AutoSharing Option
7 მარტს აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ბაქოს "ინტერმა", რომელსაც პირველი შეხვედრა სტუმრად "ბაქისთან" 1:1 ჰქონდა ნათამაშები, საშინაო შეხვედრა 2:2 დაასრულა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ბაქი" 32-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო 42-ე და მე-60 წუთებზე ბაჩანა ცხადაძემ "ინტერი" ეფექტური გოლებით დააწინაურა. "ბაქიმ" ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა.

"ინტერის" კარის დარაჯმა გიორგი ლომაიამ მეტოქის ორივე გოლისას შეცდომა დაუშვა. ამ შეხვედრაში "ინტერის" ქართველებიდან მან, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ მიიღეს მონაწილეობა, "ბაქის" შემადგენლობაში კი გიორგი ფოფხაძემ ითამაშა.

"ასეთი ბავშვური შეცდომების დაშვება არ
შეიძლება. თასის გათამაშებას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მიზეზით გამოვეთიშეთ",
- განაცხადა "ინტერის" თავკაცმა კახა ცხადაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ "სიმურგს" სულ მცირედი დააკლდა აზერბაიჯანის ჩემპიონ "ნეფთჩისთან" თერთმეტმეტრიანების სერიამდე მისაღწევად.

ზაქათალაში მატჩი 0:0 დასრულდა, ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ბაქოში. "ნეფთჩიმ" მეტოქე დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზეღა გატეხა - 1:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას ვერ დავიჯერებ.. ლომაია მაგას არ იკისრებდა.
odala
13:26 08-03-2013
0

სიახლეები პოპულარული