ლვოვის "კარპატიმ" ბუბა დაუშვილის ტრანსფერზე "ბეტისს" უარი უთხრა

AutoSharing Option
22 მარტს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას 77 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სტადიონზე ცნობილი ევროპული კლუბების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

შევიტყვეთ, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც "ჯვაროსნებისა" და ლვოვის "კარპატის" საყრდენ ნახევარმცველს, მურთაზ (ბუბა) დაუშვილს აკვირდებოდნენ.

"ბუბას გადაყვანით დაინტერესდნენ და შეხვედრას დაესწრნენ "ბაზელის", "ლილის", "რენის", "სენტ ეტიენის" წარმომადგენლები.

ახლა განსაკუთრებით შვეიცარიული კლუბი აქტიურობს და ლვოველებთან მოლაპარაკება სურთ.

მაგრამ ვერ გეტყვით, ეს რამდენად რეალურია. საქმე ისაა, რომ დაუშვილის მომავლით მანამდე შვეიცარიული პასპორტის მქონე გავლენიანი სერბი მენეჯერი ზორან რასიჩიც დაინტერესდა.
მისი მცდელობით, ჯერ კიდევ საფრანგეთთან მატჩამდე, დაუშვილის ტრანსფერზე "კარპატს" ბეტისის "რეალი" დაელაპარაკა და მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ესპანელები უარით გაისტუმრეს.

თუმცა, ბუბა მშვენიერ ფორმაშია და მგონია, რომ ახლა თუ არა, მომავალში ევროპულ კლუბში მაინც გადავა",
- გვითხრა დაუშვილის მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ.

მანვე გაგვიმხილა, რომ ლვოველთა მეორე ქართველი ლეგიონერის, ლევან ყენიას ევროპაში დაბრუნება და სოლიდურ კლუბში მოხვედრაც შესაძლებელია, მაგრამ დაინტერესებული ევროპული კლუბების სახელები კი არ დაუკონკრეტებია, რადგან ლვოველებს ქართველების გაშვება არ სურთო.

შეგახსენებთ, რომ დაუშვილმა უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ითამაშა, 14-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა, გოლი კი არ გაუტანია.

მაგრამ უკრაინულმა გამოცემამ "უა-ფუტბოლმა" პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპზე ლვოვის "კარპატის" საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ის დაასახელა - მწვრთნელის, ნიკოლაი კოსტოვის დავალებებს ყველაზე უკეთ დაუშვილი ასრულებსო.

აქვე ვიტყვით, რომ გერმანული "ტრანსფერმარკტის" ცნობით, შვეიცარიული "ბაზელის", ისევე როგორც გერმანული ბუნდესლიგის "ფრაიბურგის", წარმომადგენლები პარიზში არნემის "ვიტესისა" და ჯვაროსანთა მცველს, გურამ კაშიას დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ჯიუტ კაცს(ქეცბაიას) ვინმემ უთხრას რომ კაშია მცველია რა უბედურება რა გაუ##ა საქმე ამ ბიჭს
messi001
31 მარტი 2013 19:44
0
ბაზელი სერიოზულიგუნდია ლიგაზეც იყო გასულ წლებში
trtr
30 მარტი 2013 23:02
0
77 000 ნამდვილად არ ყოფილა, ქვედა იარუსი იყო მხოლოდ შევსებული
hunter
30 მარტი 2013 20:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული